ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დისტანციურად გამოემშვიდობნენ
08-07-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - მანანა ბარამიძეს დისტანციურად გამოემშვიდობნენ. 

მეოთხეკლასელებმა ვიდეო ჩაწერეს, პედაგოგს გამოეთხოვნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დისტანციურად დარეკა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2019-2020 სასწავლო წელი უჩვეულო აღმოჩნდა. მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მოუხდათ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203