ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველ სახელმძღვანელოს ონლაინ ღონისძიება მიუძღვნეს
08-07-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი და მიუხედავად იმისა, ბოლო თვეები დისტანციურად მოუწიათ სწავლა, ამას ხელი არ შეუშლია, დაუფლებოდნენ იმ უნარებს, რასაც დაწყებითი საფეხური ითვალისწინებს.

კლასის დამრიგებელმა, ნარინე დარბინიანმა კი თავისი პაწაწუნები ონლაინ-ღონისძიებით - „გამოსამშვიდობებელი პირველი წიგნი“ - გააცილა და ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმაც ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს. იყო სიმღერა, ლექსი, თბილი ემოციები და რა თქმა უნდა სიხარულის ცრემლი - ისინი ხომ გაისად უკვე დიდები იქნებიან და მეტი მონდომებითაც შეუდგებიან სწავლას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203