
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექციამ და პროფკავშირულმა ორგანიზაციამ სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორს, მენტორ მასწავლებელს ნატო ზამთარაძეს იუბილე მიულოცა.
სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ მას სიმბოლური ფასიანი საჩუქარი საპატიო სიგელთან ერთად გადასცა და მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე გამოჩენილი აქტიური პედაგოგიური საქმიანობისათვის.