რას ფიქრობენ უფროსკლასელები და მათი მშობლები დისტანციურ სწავლებაზე - ქუთაისის N21 სკოლის პედაგოგმა ეკატერინე კაკაბაძემ საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა
08-07-2020
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მასწავლებელი ეკატერინე კაკაბაძე დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ უფროსკლასელები და მათი მშობლები დისტანციურ სწავლებაზე.
პედაგოგი მოსწავლეებს და მშობლებს გაესაუბრა და საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა.
„რას ფიქრობენ უფროსკლასელები და მათი მშობლები დისტანციურ სწავლებაზე - ვიდეორგოლი მოამზადა ბავშვების ძალიან საყვარელმა პედაგოგმა ეკატერინე კაკაბაძემ. ვიდეო მშობლების თანხმობით გამოქვეყნდა. წარმატებები ვუსურვოთ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს, ნიჭიერ და მაღალი დონის სპეციალისტს, ქალბატონ ეკატერინეს!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს