ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ზე სასწავლო წელი ბრწყინვალედ შეაჯამეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge-ს 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვეს - საბა გვასალიამ, ანი პერანიძემ, საბა შუბითიძემ, ანა ნადარეიშვილმა, საბა სახამბერიძემ, ნიკოლოზ ლაბაძემ, ლუკა არველაძემ, ნია ჩაჩიბაიამ, მათე შეყილაძემ და კახაბერ ნადარაიამ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები