ალერტკარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების საოცარი „გარდასახვა“
07-07-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში. საგნების მასწავლებლები ცდილობდნენ მოსწავლეებისთვის სახალისო გამხდარიყო ონლაინ სწვლება. მოსწავლეებიც ყველა ონლაინ შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ, ასრულებდნენ დავალებებს და ბეჯითად სწავლობდნენ. ასევე თვალყურს ადევნებდნენ ტელესკოლის გაკვეთილებს. ჩართვებისას ხშირად კითხულობდნენ, თუ როდის შეძლებდნენ ისევ სკოლაში მისვლას და ერთმანეთთან შეხვედრას.                   

მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის აქტივობები შეასრულეს. მათგან აღსანიშნავია: ონლაინ კოსტუმირება - „გარდასახვა“, რა დროსაც მათ იპოვეს თავიანთი მსგავსება ცნობილ პერსონაჟებთან და შემდეგ შეეცადნენ მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ თავიანთ შერჩეულ პერსონაჟს. შესრულების შემდეგ თავიანთი გარდასახვის ფოტოები ერთმანეთს გაუზიარეს. საინტერესო იყო მათი სურათების ნახვა. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეებს მომდევნო კლასებში წარმატებით გადასვლას და  უსურვებენ წარმატებებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203