წალენჯიხის N2 სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა
07-07-2020

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება დისტანციურად მიულოცა და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა. 

„მოსწავლეებო, გილოცავთ, დაწყებითი კლასების წარმატებით დამთავრებას, თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგება, რის მისაღწევად გეხმარებათ მიზანდასახულობა, გუნდურობა, ერთმანეთის პატივისცემა, თავაზიანობა, კრეატიულობა, ნიჭიერებასთან და შრომისმოყვარეობასთან ერთად. ამ უნარ-ჩვევების შეძენაში თითოეულ თქვენს მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს ლომის წვლილი მიუძღვით, თქვენს მშობლებთან ერთად. ჩემო საყვარელო ბავშვებო გისურვებთ მხიარულ და შინაარსიან საზაფხულო არდადეგებს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2019-2020 სასწავლო წელი უჩვეულო გამოდგა. მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მოუხდათ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203