ჯვარის N3 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ონლაინ ღონისძიებით აღნიშნეს
07-07-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N3 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ფატიმა ციმინტიას ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დასრულება ონლაინ ღონისძიებით აღნიშნეს. 

პირველკლასელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„კიდევ ერთხელ გზას დაულოცავთ პირველკლასელებს, ვუსურვებთ ამ ვარსკლავებს მშვიდობიანი ცის ქვეშ ეციმციმოთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2019-2020 სასწავლო წელი უჩვეულო გამოდგა. მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მოუხდათ. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203