ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა
07-07-2020

ქუთაისის N1 საჯარო სკოლას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ეწვივნენ.

პრეზიდენტმა და გუბერნატორმა ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს. პრეზიდენტმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო აბიტურიენტები გამოცდებზე დისტანციის დაცვით და პირბადით იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203