სახალვაშოს საჯარო სკოლის პედაგოგმა განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადა
07-07-2020

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ედნარ დიასამიძის სახელობის სახალვაშოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს დისტანციური სასწავლო პროცესის დროს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს.  ინგლისური ენის პედაგოგი ელზა მაკარაძე ონლაინსწავლების დროს გამოყენებულ რესურსებსა და მიღწევებზე გვიყვება:

„ონლაინ სწავლების პერიოდში მიზნად დავისახე განმავითარებელი შეფასების და ზოგადად შეფასების ფორმების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება. ვინაიდან მასწავლებელს ეკისრება ფასილიტატორის როლი, ამიტომ დავგეგმე ისეთი შეფასების რესურსის შექმნა, სადაც მოსწავლეები თავად გაართმევდნენ შეფასებას თავს და თან სახალისო იქნებოდა მათთვის, მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე დავამზადე სხვადასხვა მრავალფეროვანი ილუსტრირებული განმავითარებელი შეფასების პლაკატები, განსაკუთრებით გაამართლა ნამუშევრებმა: „წარმატების ხე“, „ჟირაფის კისერი“ , „ზღვაში მოტივტივე ნავი“ , „კლდეზე ასვლა“. მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს საკუთარი სწავლის პროგრესი ილუსტრაციის მეშვეობით“,-აღნიშნა პედაგოგმა ელზა მაკარაძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203