ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის გერმანული ენის წრემ საინტერესო პროექტებზე მუშაობა დისტანციური სწავლების პერიოდშიც მოახერხა
07-07-2020

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში გერმანული ენის წრემ „Deutsch macht spass“ (ხელმძღვანელი მასწავლებელი ქეთევან ბაჯელიძე) კრანტინის დროსაც მოახერხა რამდენიმე პროექტზე მუშაობა:

1.შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;

2.სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება; 3.დამოუკიდებელი, კრეატიული აზროვნების  ხელშეწყობა;

4.გერმანულ ენაზე საკუთარი პოზიციისა და მოსაზრებების გაცნობა. 

აღსანიშნავია მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი ხარისხი  და მოტივაცია. მე-6კლასელები გამოირჩეოდნენ ორიგინალური გადაწყვეტით და შეძლეს ფოტოებითა და ტიტრებით გადმოეცათ ჩანაფიქრი თემაზე „Main familie“(ჩემი ოჯახი).

მე-8 კლასელებმა იმუშავეს პროექტზე „ჩემი გაკვეთილების ცხრილი“ ღილაკების გამოყენებით, IX-X კლასელები ინტერესით მუშაობდნენ პროექტზე „მე მიყვარს ჩემი ოჯახი“ და მოახერხეს მრავალფეროვნად მისი პრეზენტაცია აპლიკაციების, სურათებისა და ტიტრების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ წრემ ონლაინ-სწავლების პირობებშიც კი იმუშავა არაჩვეულებრიად.

სკოლის დირექცია წრის მონაწილეებს მადლობას უხდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203