„გზა მშვიდობისა, მე-12 კლასელებო!“-აგარის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
07-07-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა. კურსდამთავრებულებს მასწავლებლებმა ემოციური წერილი და ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

გზა მშვიდობისა, მე-12 კლასელებო!

უცებ გავიდა 12 წელი და აი, უკვე ემშვიდობებით სკოლას. თქვენი მეორე სახლი იყო. 12 წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, სიხარული, დაუვიწყარი მომენტები. გვახსოვს ერთად გადალახული სირთულეები, ერთად ჩატარებული ღონისძიებები, პროექტები, ექსკურსიები.

12 წლის განმავლობაში თქვენი მასწავლებლები თქვენ გვერდით იყვნენ.

ერთი მხრივ, გული გვწყდება, რომ ერთმანეთს ვშორდებით, მაგრამ მეორე მხრივ, გვიხარია, რომ ჩვენი მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.

ხშირად გაგახსენდებათ ეს წლები, თქვენი სკოლა, კლასის ოთახი, თქვენი მასწავლებლები და სკოლის მეგობრები, მაგრამ წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით“.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203