2 აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ და გამოცდას არ გამოეთიშებიან
07-07-2020

აბიტურიენტებს, რომლებსაც გუშინ გამოცდის წინ მაღალი ტემპერატურა ქონდათ, ჩაუტარდათ ტესტი და კოვიდ ვირუსი არ დაუფიქსირდათ. როგორს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა ეს აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.

„ორ აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე ჩაუტარდათ PSR ტესტირება, საბედნიეროდ, მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდ ინფექცია. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში და ვფიქრობ, რომ მათ წელს პრობლემა არ ექნებათ და საბოლოოდ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

იხილეთ ასევე: დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა დღეს არ ყოფილა - სოფიო გორგოძე

როგორ აბარებენ გამოცდებს კარანტინში მყოფი აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და სტუდენტები? - პროცედურები ცნობილია

საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივართა დისტანცირებაში მანდატურებიც არიან ჩართულები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203