
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ისინი აქტიურად იყვნენ დისტანციურ სწავლებაში ჩართულნი და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებოდნენ.
პატარებმა, კარანტინის პერიოდში ვიდეო გადაიღეს და ყველას მოგვიწოდეს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ დისტანცია, რათა კორონავირუსის გავრცელება ავიცილოთ თავიდან. პირველკლასელებმა COVID-19-ის წინააღმდეგ პოსტერები შექმნეს და გაგვიზიარეს.
იხილეთ ვიდეო