საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მასწავლებლებმა მე-4 კლასელებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს
07-07-2020

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ ღონისძიება მოუწყვეს. 

სკოლაში დილა ფუსფუსით დაიწყო. მასწავლებლებმა მეოთხე კლასის მოსწავლეების გაცილების ღონისძიებისთვის მზადება და მონატრებული მოსწავლეების ლოდინი დილიდანვე დაიწყეს. 

ღონისძიება ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა. მასწავლებლემა სკოლის სპორტული დარბაზი მორთეს და მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ. პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს ემოცირად გამოემშვიდობა. პედაგოგებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს. 

„აქ სიყვარულია, დიდი და ძლიერი სიყვარული. დღეს ჩვენი მეოთხე კლასელები ემშვიდობებიან პირველ მასწავლებელს. საოცარი დღეა. სიყვარულისა და ერთობის დღესასწაული. დიდი მადლობა უსაყვარლეს ანა მასწავლებელს დიდი მადლობა მაიკო მასწავლებელს, ჩვენს მშობლებს, მონატრებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203