ქუთაისის N21 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებისთვის ვირტუალური საგამოფენო დარბაზი შეიქმნა
07-07-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის II კლასში ვირტუალური საგამოფენო დარბაზი შეიქმნა და მოსწავლეთა ნამუშევრები გაერთიანდა. ხელოვნების პედაგოგი ნონო ჟვანიაა. დარბაზში კვირაში ერთხელ სხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა ეწყობა.

„პიროვნების აღზრდა ვერ მოხდება ხელოვნებასთან ზიარების გარეშე. პრაქტიკული საქმიანობა კი, კერძოდ, ხატვა პირდაპირკავშირშია პიროვნების აღზრდა-განვითარებასთან. ხატვა აფაქიზებს მოზარდის გრძნობებს, აძლიარებს წარმოსახვის უნარს, ავითარებს შემოქმედებით უნარს და კრიტიკულ აზროვნებას. ხატვის სხვა საგნებთან ინტეგრირების საფუძველს, სწავლების პერიოდში გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ელემენტების ჩართვა წარმოადგენს. მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ემატება ამ პროცესს, როდესაც საქმე გვაქვს დისტანციურ სწავლებასთან. მოზარდები სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას: ხატავენ, ძერწავენ, სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ ნამუშევრის შესრულებისას, მაგრამ ვერ ახერხებენ ეს ყველაფერი წარუდგინონ საზოგადოებას, თანაკლასელებს, პედაგოგებს. სწორედ ამიტომ შევქმენი II კლასის ვირტუალური საგამოფენო დარბაზი. ამ დარბაზში გვაქვს კვირაში ერთი გამოფენა ანუ ერთი მოსწავლის გამოფენა. მოსწავლეთა ნამუშევრების ამ სახით წარდგენა მათში ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, ახდენს სიყვარულის გაღვივებას ხელოვნებისადმი, აძლიერებს გარემოს ესთეტიკური აღქმას. ბავშვები ახერხებენ საკუთარი გამოცდილებით ახალი ცოდნის მიღებას და თავად ახდენენ საკუთარი თავის ფორმირებას/განვითარებას“,-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203