ბოლნისის N5 სკოლის მოსწავლეები - ნიკა კიკოლიაშვილი და ნიკოლოზ გიორგაშვილი ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
07-07-2020

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა კიკოლიაშვილი და ნიკოლოზ გიორგაშვილი პროექტის -„ისწავლე და გამოსცადე აქტიური მოქალაქეობა“ ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კონფერენციაზე სკოლაში განხორციელებული ერთწლიანი პროექტის ანგარიში წარადგინეს.

„მიმდინარე წლის 24 ივნისს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პროექტის -„ისწავლე და გამოსცადე აქტიური მოქალაქეობა“ ფარგლებში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა კიკოლიაშვილი და ნიკოლოზ გიორგაშვილი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა წარადგინეს სკოლაში განხორციელებული ერთწლიანი პროექტის ანგარიში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლების პედაგოგთა კომპეტენციის გაუმჯობესებასა და სწავლების ინოვაციური ფორმების გაცნობით ახალგაზრდების საზოგადოებრივი აქტიურობისა და მონაწილეობის ხარისხის ზრდას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ჩვენი სკოლის ბაზაზე „ლიტერატურული ჰაბი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203