ველევის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს და მასწავლებლებს „ბოლო ზარი“ მოუწყო
07-07-2020

მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი სიძნელეებს და წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი.

სკოლის დირექციამ მოაწყო „ბოლო ზარი“, მადლობა გამოუცხადა მასწავლებლებს ახალი გამოწვევისთვის თავის წარმატებით გართმევისა და დროის მიერ მოტანილი სიძნელეების დაძლევისათვის, მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცა.

„მშობლებთან ერთად სკოლის მუშაკებმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ ლუკა არდიასა და სალომე გოგსაძეს ცხოვრების ახალ საფეხურზე აბიჯება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს, კლასის ხელმძღვანელმა თეონა მაცაბერიძემ ჭაბუა ამირეჯიბის წიგნები უსახსოვრათ; პირველი კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გოგსაძეს პირველი წარმატებული ნაბიჯი მიულოცა სკოლის დირექტორმა და სამახსოვრო საჩუქარი „თქვენი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“ დამრიგებელსა და მასწავლებლებთან ერთად გადასცა, აგრეთვე მოსწავლეებს გადაეცათ თბილისში მცხოვრებ გიორგი მაცაბერიძის მიერ მათთვის საჩუქრად ჩამოტანილი ქუდები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203