მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
07-07-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემაზე - „ჩემი სამყარო“ ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური სასწავლო პროცესი მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსებს აწვდიდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203