ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის შექმნილმა ელექტრონულმა გაზეთმა - „ჩვენი თვალით დანახული კოვიდ -19“ კონკურსში გაიმარჯვა
06-07-2020

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა - გეგა არობელიძემ, ლიზი ჯაშმა, ბაჩო ყაზაიშვილმა, საბა მუმლაძემ, მარინა იორდანიანმა და კლასის ხელმძღვანელმა მანანა გობრონიძემ პანდემიის პირობებში, ელექტრონული გაზეთი - „ჩვენი თვალით დანახული კოვიდ -19“ შექმნეს.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ელექტრონული გაზეთი კონკურსზე წარადგინეს. 

ელექტრონული გაზეთი ორგანიზაცია „თანასმა“ ნომინაციაში ​- „კოვიდ-19-ის შესახებ საინტერესოდ წარმოდგენილი ინფორმაცია“ გამარჯვებულად ცნო. 

სკოლა ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს კვლავ წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203