ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს დისტანციური სწავლების პერიოდშიც აქტიურად აღნიშნავდნენ
06-07-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „პირველი ნაბიჯები“ წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს.

კლუბის წევრებმა სამშობლოს ყველა მოქალაქეს მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე. 

აღსანიშნავია, რომ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებს და პედაგოგებს არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებოდათ. 

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203