ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ორიგინალური თოჯინები დაამზადეს
06-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა ოსეფაიშვილმა მე-3 კლასის მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმში საინტერესო ფინალური გაკვეთილი ჩაუტარა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობების შესთავაზა. 

მესამეკლასელებმა თემის - „ხელოვანი მუსიკოსები“ ფარგლებში ხელნაკეთი თოჯინები დაამზადეს და საბალეტო ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203