„არ გაწყვეტილა ჯაჭვი: მოსწავლე- მასწავლებელი -მშობელი“- სამიქაოს საჯარო სკოლ​ის დირექტორი მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მადლობას უხდის
06-07-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლ​ის დირექტორი მარინა მიქაძე სასწავლო წელს აფასებს და მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მადლობას უხდის. 

„დასრულდა უჩვეულო გამოწვევებით აღსავსე 2019-2020 სასწავლო წელი, რომლის განმავლობაშიც, რაც ყველაზე მთავარია, არ გაწყვეტილა ჯაჭვი: მოსწავლე- მასწავლებელი -მშობელი, განსაკუთრებული ერთიანობა და მონდომება იგრძნობოდა მსოფლიო პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობისას, უღრმეს მადლობას გიხდით, ძვირფასო მშობლებო, თანადგომისთვის, პედაგოგებო, მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, მადლობა თქვენ, ჩემო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, გეფერებით ყველას, მჯერა, ახალ სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდებით და წარმატებით განვაგრძობთ მუშაობას. ალბათ მიკერძოებაში არ ჩამითვლით, თუ განსაკუთრებით მოვეფერები ჩვენს მეთორმეტეკლასელებს, რომელთათვისაც უჩვეულოდ დაირეკა ბოლო ზარი.

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ჩვენ ვემზადებოდით, რომ ღირსეული გაცილება მოგვეწყო თქვენთვის, მაგრამ...გზაგასაყართან დგომისას თქვენს თვალწინ განვითარებულმა მოვლენებმა დაგანახვათ,რომ ცხოვრება არც ისე მარტივია, თუმცა მშვენიერია, ყველა თქვენთაგანს წინ გელოდებათ თქვენს მიერ გასაკვალავი ბილიკი, თქვენი წილი ასასვლელი აღმართი, თქვენს მიერ გასატანი ლელო...ვინც არ უნდა
იყოთ და სადაც არ უნდა იყოთ, ატარეთ ნამუსის ქუდი, არ დაგავიწყდეთ „ვისი გორისა ხართ“. იმედით შეგყურებთ, გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის. მოგვენატრებით!“,- აღნიშნულია სკოლის დირექტორის,  მარინა მიქაძის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203