ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
06-07-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან თარიღს ნამუშევრები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე ყველა ბავშვს მიულოცეს. 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს ყველა ბავშვს ულოცავენ ბავშვთა დაცვის დღეს!
გისურვებთ უღრუბლო, ცისარტყელებით მოჭედილ ცას, იავარდებით მოფენილ ცხოვრების გზას, წრფელ გულებს და ლამაზ მიზნებს, ნაირფერი სიზმრების ასრულებას!
..მეცხრე ცა არც თუ ისე შორია, ყველა კარგი ფიქრი და ოცნება ახდება...
ჩვენი სკოლის პატარები მათ სამყაროს გიზიარებენ ...“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203