რუსთავის N5 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება დისტანციურად გამართეს
06-07-2020
რუსთავის N5 საჯარო სკოლის lვ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათელა სამხარაძის ხელმძღვანელობით, პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დისტანციური ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„რუსთავის N5 საჯარო სკოლის lვ კლასის მოსწავლეებს ვულოცავ პირველი კლასის დასრულებას! წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს იმ „ჯადოსნურ სამყაროში“, რასაც წიგნიერება ჰქვია“,- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში, რომელსაც მოსწავლეთა ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლი ახლავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს