„მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებს სკოლას“ - გორგაძეების საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს დამრიგებელი ემოციური წერილით გამოემშვიდობა
06-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დამრიგებელმა სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მოილოცა და წარმატებული მომავალი უსურვა. 

„ძვირფასო მე-12 კლასელებო გილოცავთ „ბოლო ზარს“ და სკოლის დამთავრებას!
2020 წლისგან ყველა ჯადოსნურ მაგიურ ბოლო ზარს ელოდა,თუმცა ახლაც დიდი განსაცდელის წინაშე დაგაყენათ მსოფლიო პანდემიამ, მოგწყვიტათ და „დარჩი სახლში“ ლოზუნგით დაგამთავრებინათ მე-12 კლასი.
ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიყავი ამ გზის სავალზე: გარიგებდით, გასწავლიდით, გამხნევებდით და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვასრულებდი 8 წლის განმავლობაში დამრიგებლის მოვალეობას. ახლა თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, როდესაც სკოლაში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ, წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და საოცნებო პროფესიას დაეუფლოთ. მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებს სკოლას, ოჯახს, ქვეყანას და ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში. ძალიან მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203