აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები საბუნებისმეტყველო ტურნირში წარმატების მოპოვებისთვის დაასაჩუქრა
03-07-2020

აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საბუნებისმეტყველო ტურნირში „ჩხირკედელა“ პირველი ადგილის მოიპოვეს, რის გამოც დირექტორმა მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საბუნებისმეტყველო ტურნირში „ჩხირკედელა“ პირველი ადგილის დაკავებისათვის გუნდ MonoMers-ის წევრები: მერაბ ჭანტურია, ანი რურუა, თამთა ბარათელია, ია კაჭარავა და ელენე კუჭუხიძე (გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებელი-ნინო ჭანტურია) სკოლის დირექციამ დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და გამოუცხადა მადლობა პირად საქმეში შეტანით“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203