„იყავით ღირსეულები“ - აჭყვას საჯარო სკოლის დირექციამ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
03-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვას საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

„აჭყვას საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, თქვენ ასრულებთ სკოლას და ბავშვობიდან გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ხდებით სრულუფლებიანი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა. მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. მალე სტუდენტობა მომელოცოს. ცხოვრებამ ზოგჯერ შეიძლება რთული ბილიკებით გაატაროთ, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ მეგობრობა, სიკეთე, ერთმანეთის დახმარება, სიყვარული და ადამიანობა. იყავით ღირსეულები...

გლოცავთ და გილოცავთ დღევანდელ დღეს სკოლის ადმინისტრაცია და თქვენი აღმზრდელი პედაგოგები“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203