„თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული“-თორსის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია XXI საუკუნის პედაგოგის შესახებ მოსაზრებას გვიზიარებს
03-07-2020

Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გვიზიარებს მოსაზრებას თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი.

„თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშემწყობი.

თანამედროვე პროგრესი მოითხოვს მასწავლებლის როლისა და ფუნქციების ახლებურად ჩამოყალიბებას, იგი უნდა იყოს ფასილიტატორი, ხელშემწყობი, რათა სწორად შეაფასოს მოსწავლემ ამა თუ იმ ინფორმაციული რესურსის სასწავლო ღირებულებათა ხაზი. თანამედროვე მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა განუვითაროს მოსწავლეებს ინტერნეტში ძიების ახლებური მეთოდების ცოდნა. შეეძლოს საკუთარი ცოდნის განახლება ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად.

თანამედროვე მასწავლებელი სისტემატიურად უნდა იმაღლებდეს პროფესიულ ცოდნას. უნდა ფლობდეს კოლეგებთან კომუნიკაციისა და მათთან ერთად სწავლისა და ცოდნის გაზიარების უნარებს. ეძიებდეს ცოდნის შეძენის ახალ საშუალებებს, რათა გაუზიაროს მოსწავლეებსა და კოლეგებს“. 

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203