დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
03-07-2020

კონკურსში - „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ აქტიურად ჩაერთვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები.

კლასის ხელმძღვანელი ნათია მურადოვაა, სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი - მედეა ობოლაძე.

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმომადგენელმა ოზურგეთში, ნინო ცეცხლაძემ სერტიფიკატები გადასცა კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს: ანანო ცენტერაძეს, ალეკო ზოიძეს, გოორგი ივანიანს, მაია დავითაძეს, ნინი მახარაძეს, სალომე სურმანიძეს, მეგი შარაშიძეს, ეკოკლუბის წევრებს: მარი და ანანო მამულაძეებს.

სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს გარემოს ნორჩ დამცველებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203