„მინდა ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვო“-ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
03-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა მენაბდემ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და მათ დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის დასრულებას. მინდა ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვო. ამ სიტუაციამ დამარწმუნა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ და ყოველგვარ სიძნელეს გადავლახავთ.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ლიხაურის სკოლის მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის. მათ შეძლეს ასეთ მძიმე პერიოდში დისტანციური სწავლება შინაარსიანი და საინტერესო გაეხადათ მოსწავლეებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომ არა თქვენი ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, მარტო ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ჩვენ დავძლიეთ ურთულესი პრობლემები.

ჩემო ბავშვებო თქვენ კი მინდა მადლობა გითხრათ ასეთი აქტიურობისათვის. იმედი მაქვს, ახალ სასწავლო წელს შევხდებით ჩვენს საყვარელ სკოლაში და ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ და მეიმედებით“,-წერს დირექტორი ირმა მენაბდე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203