
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
„კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც მოგეხსენებათ, ჩართულნი არიან izrune. ge-ს შემეცნებით ტესტებში, ასევე გვინდა აღვნიშნოთ მათი წარმატება შემაჯამებელ ტესტებში სადაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ესეთი საინტერესო პროექტისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ვერა მელაშვილი.
შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს - ანამარია წვერავამ, ნატალი მელაშვილმა და ანა მურუსიძემ. ვერცხლის დიპლომი კი მოიპოვეს - გიორგი კილასონიამ, გაგა წვერამ, ანანო კერესელიძემ და სანდრო კობახიძემ.