„შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია“- თერჯოლის N1 საჯარო სკოლა izrune.ge-ს იმერეთის ლიდერი სკოლების რეიტინგის სათავეშია
02-07-2020

თერჯოლის N1 სკოლა izrune.ge-ს იმერეთის ლიდერი სკოლების რეიტინგის სათავეშია. სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი მადლობის წერილს ავრცელებს:

„მადლობა ბატონ გოჩას: ინოვაციური, საინტერესო, მიზანმიმართული, მოსწავლეებისათვის მეტად საჭირო პროექტისათვის, როგორიცაა izrune.ge;

მადლობა თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში;

მადლობა მასწავლებლებს, მოსწავლეების ხელშეწყობისათვის;

მადლობა მშობლებს ჩართულობისათვის;

შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, სტიმული გვეძლევა კიდევ მეტის კეთებისა და სიახლეების ძიებისა“,-წერს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203