
სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერადაც, მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტში მონდომებით ჩაერთვნენ და მაღალი ქულებიც აიღეს. მათ ოქროსა და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.