Izrune.ge-ს დიპლომების ცვენა თხილვანის საჯარო სკოლაში
02-07-2020

ანა მიქელაძე, ლიკა გუნდაძე, ზეინაბ ბოლქვაძე, თორნიკე მიქელაძე, ანანო ბოლქვაძე, მაკა გუნდაძე... izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტირებაზე ხულოს მუნიციპალიტეტის, თხილვანის საჯარო სკოლაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომების თვლას ვერ აუდიოდნენ. თხილვანის სკოლის პედაგოგებს კი ამ ბავშვებით უდავოდ შეუძლიათ იამაყონ, რადგან მათთვის არც დისტანციური სწავლების გამოწვევებს, არც სხვადასხვა ტექნიკურ გაუმართაობას არ შეუშლია ხელი, საფუძვლიანი ცოდნა მიეღოთ და არაფორმალური განათლების პროექტის საშუალებით, არაერთი წარმატებისთვის მიეღწიათ.

ზოგადად, izrune.ge-მ მნიშვნელოვანი როლი რომ შეასრულა დისტანციურ სწავლებაში, ეს არაერთხელ აღნიშნეს კომპეტენტურმა ადამიანებმა, მაგრამ ორმაგად საამაყოა, როდესაც იზრუნელების წარმატება თვალსაჩინო ხდება და ისიც იცი, რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებიან მზრუნველი პროექტის შემაჯამებელ ტესტირებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203