„სადაც გონიერებაა, იქ ყველაფერი დაიძლევა“-ზანათის საჯარო სკოლის დირექცია XII კლასელებს გამოემშვიდობა
02-07-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს დისტანციურად, წერილით გამოემშვიდობა და საუკეთესო რჩევებით დაულოცა გზა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო...დღეს თქვენ გადააბიჯეთ სკოლის ზღურბლს და გახვედით ცხოვრების დამოუკიდებელ ასპარეზზე, რთულია ამ გზაზე სიარული, ხან აღმართი შეგხვდებათ, ხან -  დაღმართი, მაგრამ გახსოვდეთ, სადაც გონიერებაა იქ ყველაფერი დაიძლევა. გვჯერა, რომ თქვენ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებით, ძალა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებოთ, ამით შეინარჩუნებთ ღირსებას.

გიყვარდეთ სამშობლო, მოყვასი შენი... უცნაურია დღევანდელი ვითარება ამიტომ შორიდან გემშვიდობებით, გეფერებით და გისურვებთ ყოველივე კარგს.

თქვენთან ერთად ვულოცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით კურსდამთავრებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სავალ გზაზე...“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203