
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა ტაკიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და შესთავაზა, რომ სასწავლო წლის დაწყებისას დარეკონ პირველი ზარი, ნაცვლად ბოლო ზარისა.
„სასწავლო წლის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, რომ დისტანციურად მოგვიწევდა თქვენი გაცილება. ჩვენი სკოლაც შეურთდება გამოწვევას და 13:30 სთ-ზე ყველა მე-12 კლასელის პატივსაცემად დაირეკება ბოლო ზარი, მაგრამ დაირეკება ცარიელ სკოლაში, მე გპირდებით თუ თქვენი სურვილი იქნება, 15 სექტემბერს, როცა სკოლა დაიწყება პირველკლასელებს თქვენ დაულოცოთ გზა და ბოლო ზარის სანაცვლოდ დარეკოთ პირველი ზარი. დაგლოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე“,-წერს დირექტორი ნათელა ტაკიძე.