სიქთარვის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში გაემგზავრება
18-09-2017
სიქთარვის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფო ვაშაკიძე 2018 წლის ზაფხულში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში გაემგზავრება. მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) ევრაზიისა და სამხრეთ აზიის საშუალო სკოლის მასწავლებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.
აღნიშნული პროგრამით, ოთხეტაპიან კონკურსზე საქართველოდან ამერიკაში გასამგზავრებლად ორი მასწავლებელი შეირჩა. ერთ-ერთია სიქთარვის სკოლის მასწავლებელი.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს სოფო ვაშაკიძეს ამ წარმატებას. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამაყობენ თავიანთი მასწავლებლით.
ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს