„წარმატებით გაართვით თავი ახალ გამოწვევას“-ბაილეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
02-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბაილეთის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ხავთასმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, ბედნიერი არდადეგები უსურვა და მასწავლებლებს და მშობლებს მოსწავლეთა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო!
მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დასრულება. მიხარია, რომ თქვენი მასწავლებლების და მშობლების თანადგომით, წარმატებით გაართვით თავი ახალ გამოწვევას, რომელიც მოულოდნელად დადგა ჩვენს წინაშე. მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს და თქვენ მშობლებო, რომ ძალღონე არ დაიშურეთ და ყველაფერი გააკეთეთე იმისთვის, რომ თქვენი შვილები აქტიურად ჩართულიყვნენ დისტანციური სწავლების პროცესში. რა თქმა უნდა ეს სასწავლო წელი ხანმოკლე დარჩა და ბევრი რამ ვერ განვახორციელეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ არაუშავს... მთავარია ყველანი ჯანმრთელები ხართ. მინდა გისურვოთ ბედნიერი არდადეგები. წინ საინტერესო ინიციატივებითა და შემოქმედებითად დატვირთული წელი გველოდება. მიყვარხართ და გეფერებით ყველას“, - აღნიშნულია დირექტორის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203