
ლაზარე, დავითი, ანა, თამარი,ნუციკო, მარიამი, კახა, თორნიკე, ლუკა... ეს izrune.ge-ს ერთგული მეგობრები არიან მესტიის N3 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც შემაჯამებელ ტესტირებაში კიდევ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას და დაამტკიცეს, რომ მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
მერე რა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ სკოლები არ ფუნქციონირებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და მოსწავლე-მასწავლებლებს ბევრი მოულოდნელობა დაატყდათ თავს - მესტიელი მოსწავლეები თავდაუზოგავად ემზადებოდნენ izrune.ge-ს ესოდენ საპასუხისმგებლო შემაჯამებელი ტესტისთვის და შედეგებიდან ნათლად გამოჩნდა - ამ ბავშვებს ვერაფერი შეუშლის ხელს წარმატებისკენ სავალ გზაზე, მზრუნველი პროექტი კი ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ საქმეში.