
მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რაოდენ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი ცოდნის მიღებისთვის არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა.
Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირების შედეგებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაიშელი მოსწავლეებისთვის სწავლა პირველ ადგილზეა და ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მზრუნველ პროექტთან მეგობრობით იძენენ ისეთ საჭირო უნარებს, რომლებიც სამომავლოდ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ხაიშის პედაგოგს, კლასის დამრიგებელს თამარ გვიჭიანს კი, ორმაგად შეუძლია იამაყოს აღსაზრდელებით, რადგან სწორედ ქალბატონის თამარის სადამრიგებლოში მიიღო გელა ჭკადუამ 100 ქულა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტირებაში.
ასე რომ, ხაიშის საჯარო სკოლას საამაყო ნამდვილად აქვს - izrune.ge-ს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები კვლავ დაამშვენებს საკლასო ოთახებს.