წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს
02-07-2020

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერადაც, მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტში მონდომებით ჩაერთვნენ და მაღალი ქულებიც აიღეს. მათგან სამმა: დემეტრე სანაძემ, მარიამ კაკაჩიამ, ანდრია კვარაცხელიამ უმაღლესი 100 ქულა მოიპოვეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203