კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე დათა კბილიანიშვილი ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
02-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე დათა კბილიანიშვილი ​ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ დათა კბილიანიშვილი ხალისით იყო ჩართული ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებში და ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას მაქსიმალურად ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის საჯარო სკოლამ დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით წარმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს სთავაზობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203