ტყიბულის მეორე სკოლაში სწავლება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
18-09-2017
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე დღეა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
სკოლასთან პედაგოგები და მშობლები არიან შეკრებილები. ისინი გაკვეთილების მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით, უკვე მეორედ, სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია.
სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების გადანაწილება მოხდა პირველ სკოლაში.
''სკოლის შენობა ნგრევადია, ამიტომ გადაგვიყვანეს სხვა სკოლაში სადაც, გრაფიკი არ გვაწყობს. გადაგვიყვანეს პირველ სკოლაში, სადაც არ არის საკმარისი ოთახები. ამიტომაც ბავშვებს სწავლის დაწყება 2 საათამდე გადაუწიეს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. გამოგვიყონ ფართი სადაც უნდათ, მთავარია, ბავშვებმა პირველ სმენაში ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილებს სკოლაში არ გავუშვებთ და საერთოდ გაუქმდება ეს სკოლა", - ამბობენ მშობლები.
პირველი საპროტესტო აქცია სწავლის დაწყების დღეს, პარასკევს გაიმართა. ტყიბულის მეორე სკოლაში 119 მოსწავლე სწავლობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“