ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე სოსო გელაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
02-07-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, სოსო გელაძემ izrune.ge-ზე 2019-2020 სასწავლო წელი ბრწყინვალედ შეაჯამა და ვერცხლის დიპლომიც დაიმსახურა. სოსომ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 71 ქულა მოიპოვა.

ვულოცავთ სოსოს, მის ოჯახს, მშობლიურ ჩუნჩხის საჯარო სკოლას და ახალქალაქის მთელ მუნიციპალიტეტს ამ დიდ წარმატებას!

შეგახსენებთ რომ, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, 1-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ონლაინ ტესტები შემუშავდა და განთავსდა izrune.ge-ზე.

izrune.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც ოჯახს, მოსწავლესა და სკოლას აერთიანებს, უკვე ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203