„დისტანციური სწავლება უხარვეზოდ მიმდინარეობდა“- მშვიდობაურის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა
02-07-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლამ დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვა თავი და სასწავლო წელი ნაყოფიერად დაასრულა. 

დისტანციური სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ და საინტერესო სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. 

„მშვიდობაურის საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლება უხარვეზოდ მიმდინარეობდა და სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203