ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ერეკლე კიბაბიძემ და ლაზარე სანთელაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
01-07-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერადაც, მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტში მონდომებით ჩაერთვნენ და მაღალი ქულებიც აიღეს. მათგან ერეკლე კიბაბიძემ და ლაზარე სანთელაძემ ტესტში 100 ქულები მოიპოვეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203