ქვემო მახოს სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს
15-09-2017
საქართველოს სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. დღევანდელ საზეიმო განწყობას ტრადიციული აქტივობებით შეუერთდა ქვემო მახოს სკოლა. მოსწავლეები ახალი სასწავლო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩვეული ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები, ცეკვები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
განსაკუთრებით აქტიურები და ხალისიანები იყვნენ პირველკლასელები, რომელთათვისაც ეს დღე ორმაგად საზეიმო იყო. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს პირველ მასწავლებელთან, დირექტორთან და მშობლებთან.
სკოლის დირექტორმა ქიშვარდ გორგოშაძემ პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი პერსონალური კომპიუტერები გადასცა, წარჩინებულ მოსწავლეებსა და სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეებს კი - სიგელები.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს