
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერადაც, მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტში მონდომებით ჩაერთვნენ და მაღალი ქულებიც აიღეს. მათგან 100 ქულა მოიპოვეს მოსწავლეებმა: გიორგი ჭელიძემ და ელენე ხითარიშვილმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.