კუხის საჯარო სკოლის მოსწავლე ნია ქაჯაიამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
01-07-2020

ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ და მაღალი ქულებიც აიღეს. მათგან ერთ-ერთმა, ნია ქაჯაიამ 100 ქულა მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203